მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

19 ივნისს , სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრო და გამარჯვებული მოსწავლე დააჯილდოვა.

ოლიმპიადა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის სკოლების მე-6-ე კლასის 800-ე მეტმა მოსწავლემ. ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადავიდა 60 მონაწილე. მათგან 4-ს გადაეცემა პრიზები პირველი (ნოუთბუქი Apple MacBook Air) , მეორე (სმარტფონი Apple iPhone 6) , მესამე (პლანშეტი Apple iPad Air 2) და მეოთხე ადგილისათვის (მუსიკალური mp3 Apple iPod Touch). ოლიმპიადის დასკვნითი ტურის დანარჩენ მონაწილეებს კი გადაეცემათ საპატიო სიგელები (24 მონაწილე) და მონაწილეობის სერტიფიკატები (32 მონაწილე).

აღნიშნული ოლიმპიადა მისი მონაწილეებისთვის იყო უფასო. ყველა ხარჯი დაფინანსდა სპონსორების, ვი თი ჯგუფ-ის, ჯი სი ჯი-ს, ქართულ ამერიკული სკოლ-ის, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლ-ის მხარდაჭერით.

მოსწავლეთა ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაცია დააფუძნეს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა. საქართველო 1992 წლიდან მონაწილეობს მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა ყოფილი ოლიმპიელების მოსწავლემ, რომლებიც დღეს ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირს.

კავშირის მიზანია აღმოაჩინოს და რესურსი ჩადოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების განვითარებაში, რადგან სჯერა, რომ განათლებაში დახარჯული რესურსი ყველაზე ღირებულია ქვეყნის განვითარებისთვის და მისი მომავლისთვის.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დააჯილდოვა ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლე

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის "გახდი ოლიმპიელი" გამარჯვებულთა დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო და გამარჯვებული მოსწავლე დააჯილდოვა.


მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკოსთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო. ოლიმპიადა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის სკოლების მე-6-ე კლასის 800-ე მეტმა მოსწავლემ. ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადავიდა 60 მონაწილე. მათგან 4-ს გადაეცემა პრიზები პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილისათვის. ოლიმპიადის მეორე ტურის დანარჩენ მონაწილეებს კი გადაეცემათ საპატიო სიგელები (24 მონაწილე) და მონაწილეობის სერტიფიკატები (60 მონაწილე). პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოლიმპიადის გამარჯვებულს, 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინო მანაგაძეს ჯილდო და გამარჯვებულის სერტიფიკატი პირადად გადასცა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მათემატიკური ოლიმპიადა კერძო სექტორის ინიციატივით და დაფინანსებით ჩატარდა. ამასთან, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან გამარჯვებას, რომ მათ შეუძლიათ ურთულესი ამოცანების ამოხსნა და რომ მომავალში გაიზრდებიან ისეთ ლიდერებად, რომლებიც შეძლებენ სახელმწიფოს მართვას, ბიზნესის კეთებას, რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს. აღნიშნული ოლიმპიადა მისი მონაწილეებისთვის იყო უფასო. ყველა ხარჯი დაფინანსდა სპონსორების “ვითი ჯგუფის”, “ჯისიჯის”, ქართულ ამერიკული სკოლის, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის მხარდაჭერით. მოსწავლეთა ოლიმპიადის ორგანიზატორი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაცია დააფუძნეს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა. საქართველო 1992 წლიდან მონაწილეობს მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა ყოფილ ოლიმპიელების მოსწავლემ, რომლებიც დღეს ასევე წარმოადგენენ საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირს. კავშირის მიზანია აღმოაჩინოს და რესურსი ჩადოს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების განვითარებაში, რადგან სჯერა, რომ განათლებაში დახარჯული რესურსი ყველაზე ღირებულია ქვეყნის განვითარებისთვის და მისი მომავლისთვის.

Posted by ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო on Sunday, June 19, 2016

ფინალური ტურის კითხვები, პასუხები, შედეგები და ინფორმაცია აპელაციის შესახებ


ფინალურ ტურში გადასულთა სია


ოლიმპიადის I ტურის კითხვები, სწორი პასუხები და მათი ანალიზი



ოლიმპიადამ "გახდი ოლიმპიელი" მოიპოვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა


დეტალურად ნახვა