გახდი ოლიმპიელი 2018-ის დაჯილდოების ცერემონია


"გახდი ოლიმპიელი 2018"-ის დაჯილდოების ცერემონია


ფინალური ტურის აპელაციის შედეგები


ფინალური ტურის აპელაცია


ფინალური ტურის შედეგები


ფინალური ტურის კითხვები, სწორი პასუხები და მათი ანალიზი


ფინალურ ტურში გადასულთა სია


ოლიმპიადის პირველი ტურის კითხვები, სწორი პასუხები და მათი ანალიზი


"გახდი ოლიმპიელი 2018" გადაცემაში ღია ეთერი!


"გახდი ოლიმპიელი 2018" პირველი ტური

ოლიმპიადის I ტური გაიმართება კვირას, 29 აპრილს, 10:00 საათზე 5 სხვადასხვა ლოკაციაზე:

თქვენთვის მონიჭებული ლოკაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ არსებულ სიაში, ასევე თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ მეილსა და Facebook გვერდზე!

თბილისი

1. ქართულ-ამერიკული სკოლა (ნ.რამიშვილის ქ #6)

ადგილის ნომრები

2. ქართულ - ამერიკული სკოლა (შოვის ჩიხი #3)

ადგილის ნომრები

3. თბილისის არქიმედეს სკოლა (ონიაშვილის ქ #6)

ადგილის ნომრები

4. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა (უნივერსიტეტის ქ #11)

ადგილის ნომრები

ბათუმი

5. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა (ბაგრატიონის ქ #117)

ადგილის ნომრები

გაითვალისწინეთ, რომ ოლიმპიადაზე უნდა წარმოადგინოთ ამობეჭდილი რეგისტრაციის ფურცელი და ოთახის ნომერი. თქვენთვის განკუთვნილი ოთახის ნომერი შეგიძლიათ მიაწეროთ რეგისტრაციის ფურცელს.

ინსტრუქცია:

• ამობეჭდეთ მონაწილის რეგისტრაციის ფურცელი;

• გახსენით ამ მეილზე მიბმული დოკუმენტი და მოძებნეთ სიაში საკუთარი თავი რეგისტრაციის ნომრით;

• ამობეჭდეთ დოკუმენტში არსებული სია და ამოჭერით თქვენი რეგისტრაციის ნომერი, სახელი და გვარი, სკოლა, სართული, ოთახის ნომერი;

• მიაკარით ამობეჭდილი რეგისტრაციის ნომერი, სახელი და გვარი, სკოლა, სართული და ოთახის ნომერი რეგისტრაციის ფურცელს ან ეს ინფორმაცია კალმით მიაწერეთ რეგისტრაციის ფურცელს იგივე თანმიმდევრობით;

• შესასვლელში წარადგინეთ რეგისტრაციის ფურცელი მიბმული რეგისტრაციის ნომრით, სახელით, გვარით, სკოლით, სართულით და ოთახის ნომრით;

• გთხოვთ მობრძანდით იმ ლოკაციაზე , რომელიც მითითებულია მიბმულ ფაილში თქვენი სახელის გასწვრივ ამ მეილში.

ზოგადი წესები:

• ოლიმპიადის პირველი ტური გაგრძელდება 1 საათი და 30 წუთი;

• ოლიმპიადაზე კალკულატორისა და მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულა;

• თან იქონიეთ კალამი;

• წერის დასრულების შემდეგ დამკვირვებელს ყველა მონაწილემ უნდა ჩააბაროს პასუხების ფურცელი და სამუშაო ფურცელი;

• ყველა ფურცელს , რომელსაც დამკვირვებელს ჩააბარებთ უნდა ეწეროს თქვენი სახელი, გვარი, სკოლა(რომელ სკოლაში სწავლობთ) და რეგისტრაციის ნომერი.

გახდი ოლიმპიელი 2018

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი გიწვევთ მათემატიკის ოლიმპიადაზე „გახდი ოლიმპიელი 2018“ მონაწილეობის მისაღებად. ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის VI კლასის მოსწავლეს.

რეგისტრაცია და მონაწილეობის მიღება ყველა ეტაპზე უფასოა!

რეგისტრაცია იწყება 19 მარტს და გაგრძელდება 19 აპრილამდე.

ოლიმპიადის I ტური გაიმართება 29 აპრილს 10 საათზე.

ოლიმპიადა ჩატარდება ორ ლოკაციაზე: თბილისსა და ბათუმში.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • I ადგილი - MacBook Air

  • II ადგილი - Apple Watch

  • III ადგილი - IPad

  • სპეციალური პრიზი - (სპონსორის რჩეული)

თბილისი
ქართულ-ამერიკული სკოლა, მის: რამიშვილის ქ. #6
ქართულ-ამერიკული სკოლა, მის: შოვის ქ. #3
თბილისის არქიმედეს სკოლა, მის: ო.ონიაშვილის ქ. #6

ბათუმი
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა, მის: ბაგრატიონის ქ. #117
რეგისტრაცია სავალდებულოა!

რეგისტრაცია სავალდებულოა

რეგისტრაცია

გახდი ოლიმპიელი 2018