საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი გიწვევთ
მათემატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად

რეგისტრაცია და მონაწილეობის მიღება
ყველა ეტაპზე უფასოა

წესები

მონაწილეობის წესები

• ოლიმპიადის I ტური გაიმართება 29 აპრილს 10 საათზე.
• I ტურისთვის რეგისტრაცია გაგრძელდება 15 აპრილამდე.
• ოლიმპიადის I ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურული ტიპის დავალებები (ტესტირება). ტესტი შედგება 20 შეკითხვისგან, სადაც თითოეულ შეკითხვას ექნება 6 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მოსწავლემ უნდა აარჩიოს ერთი სწორი პასუხი.
• მონაწილეებს I ტურში მიეცემათ 1.5 სთ.
• პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გამოვლინდებიან მოსწავლეები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ დასკვნით ტურში.
• I ტურის შედეგები გამოქვეყნდება 12 მაისამდე.
• ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება 20 მაისს, 10 საათზე.
• დასკვნით ტურში მონაწილეებს ექნებათ ღია ტიპის დავალებები: 5 ამოცანა.
• მონაწილეებს დასკვნით ტურში მიეცემათ 3 სთ.
• დასკვნითი ტურის შედეგები გამოქვეყნდება 1 ივნისამდე.
• დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.
• ფინალურ ტურში, საპრიზო ადგილებზე ერთნაირი ქულების დაფიქსირების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება პირველი ტურის შედეგები.
• დასკვნით ტურში შეფასება მოხდება არა მხოლოდ სწორად მიღებული შედეგის მიხედვით არამედ, ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე.
• საბჭო იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს დამატებითი ტური გამარჯვებულების გამოსავლენად.
• ამოცანების თემატიკა არ სცილდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს და არ მოითხოვს კლასგარეშე თემების ცოდნას. თუმცა, რადგან ჩვენ ოლიმპიადას რიგი ოლიმპიადებისგან განსხვავებით არ უდევს საფუძვლად ფინანსური დაინტერესება და ყველა ეტაპზე უფასოა, ჩვენი მიზანი მხოლოდ ნიჭიერი ბავშვების მოძიება და მათი განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომაც ტესტები და ამოცანები არ იქნება რუტინული ტიპის, ყველა მათგანი გათვლილი იქნება ბავშვის ლოგიკური აზროვნების უნარზე.
• ტესტირება და ამოცანები მომზადდება საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრების მიერ.
• ოლიმპიადაზე დაიშვებიან ის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ მეილით მიღებულ რეგისტრაციის ფურცელს და მეილზე მიღებულ ოთახის ნომერს.
• ოლიმპიადის მსვლელობის დროს მონაწილეებს არ მიეცემათ კალკულატორით ან მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება.